Monday, June 1, 2026

სენაკური აგურის სახლები - ქალაქის სახე, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ

ედიშერ ბაღათურია

სენაკს ბევრი ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ქალაქად აღიქვამს. მაგრამ თუ ნელა გაივლით მის ძველ ქუჩებზე, განსაკუთრებით ეკის მთისკენ შეფენილ უბნებ, დაინახავ რომ ამ ქალაქს თავისი ვიზუალი, ფერი და ხასიათი აქვს.

ამ ხასიათის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნაწილი სწორედ სენაკური აგურის სახლებია - წითელი, ორსართულიანი, კოპწია სახლები მწვანე ეზოებით, ხშირად პალმებით, ციტრუსის ბაღებით, ცოცხალი ღობეებით, კიბეებით, აივნებითა და იმ განსაკუთრებული მყუდროებით, რომელიც მხოლოდ სენაკს აქვს.

ეს სახლები ქალაქის ყოველდღიურ მეხსიერებას ინახავს - ოჯახების, უბნების, ეზოების, დამოკიდებულებების, გემოვნებისა და ყოფის იმ პატარა დეტალების ისტორიას, რომლებითაც ქალაქი საკუთარ სახეს იძენს.

შესაბამისად, ეს სახლები მხოლოდ კერძო საცხოვრებლები არ არის. ისინი სენაკის იდენტობის ნაწილია.


როგორ გაჩნდასენაკური სახლი

წითელი აგურის სახლები სენაკში განსაკუთრებით XX საუკუნის შუა პერიოდიდან გავრცელდა. მათი განვითარება დაკავშირებული იყო ადგილობრივ სამშენებლო ტრადიციასთან და სენაკთან ახლოს არსებული აგურ-კრამიტის წარმოებასთან - განსაკუთრებით ნოსირის ქარხანასთან, რომელიც 1928 წელს დაარსდა და დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწარმო იყო.

აგური სენაკისთვის უცხო მასალა არასდროს ყოფილა. ამ მხარეში აგურით ნაშენი ძველი ეკლესიები, ხიდები და სხვა ნაგებობები გვახსენებს, რომ ეს მასალა ადგილობრივ გარემოში დიდი ხანია ცხოვრობს.

მაგრამ XX საუკუნეში აგურმა სენაკში ახალი სახე მიიღო. ნელ-ნელა ის იქცა არა მხოლოდ სამშენებლო მასალად, არამედ ადგილობრივი ესთეტიკის სიმბოლოდ

რა ხდის ამ სახლებს განსაკუთრებულს

კლასიკური სენაკური აგურის სახლი, როგორც წესი, ორსართულიანია. თავდაპირველი ჩანაფიქრით, პირველ სართულს ხშირად დამხმარე დანიშნულება უნდა ჰქონოდა და მეორე სართული ყოფილიყო ძირითადად საცხოვრებლად გამოყენებული. ფასადებზე გვხვდება აგურის დეკორი, ფანჯრების თავისებური განლაგება, დახურული აივნები, გარე კიბეები, ლითონის მოაჯირები და სხვა მცირე დეტალები, რომლებიც ამ სახლებს მეტყველ ხასიათს აძლევს.

არქიტექტურა ხშირად სწორედ დეტალებში ჩანს - ფანჯრის ფორმაში, კარის ჩარჩოში, აგურის წყობაში, აივნის ხაზში, ეზოსა და სახლს შორის ბუნებრივ ურთიერთობაში.

სენაკური სახლიგანუყოფელი ნაწილია ეზო - დეკორატიული, მწვანე და აუცილებლად მცირე ზომის, რაშიც მისი ,,ქალაქურობა" ვლინდება. ციტრუსი, დაფნა, ყვავილები, ბილიკები, ჭიშკარი - ეს ყველაფერი ერთად ქმნის იმ ატმოსფეროს, რომელსაც ვერ ააშენებ მხოლოდ აგურითა და ბეტონით

სენაკური სახლი და ქალაქის სული

არსებობს ასეთი ცნება - Genius Loci, ანუ ადგილის სული. ეს არის ის უხილავი, მაგრამ ძალიან შესამჩნევი რამ, რის გამოც ერთი ქალაქი მეორისგან განსხვავდება.

სენაკის შემთხვევაში ამადგილის სულსქმნის მისი მდებარეობა, ეკის მთა, კოლხური ლანდშაფტი, ძველი ქუჩები, თეატრი, რკინიგზის სადგური, მენჯის ისტორია, მწვანე ეზოები და, რა თქმა უნდა, სენაკური აგურის სახლები.

რა საფრთხე ემუქრება ამ მემკვიდრეობას

დღეს სენაკური აგურის სახლების ნაწილი სერიოზული გამოწვევის წინაშეა.

ზოგი დაზიანებულია. მიტოვებულია. ზოგს უხეში მინაშენები აქვს. ზოგან ფასადები ისეა შეცვლილი, რომ სახლის პირვანდელი ხასიათი თითქმის აღარ იკითხება. განსაკუთრებით ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც ბოლო წლებში ბევრი სახლი კომერციულ სივრცედ გადაკეთდა, რის გამოც სენაკური იერსახე აქ თანდათან იკარგება.

ამ პროცესს აქვს კარგად გასაგები რეალური მიზეზები: ეკონომიკური სირთულეები, მიგრაცია, მოვლა-პატრონობის ხარჯები, თანამედროვე მასალების უკონტროლო გამოყენებამაგრამ თუ დღეს არ შევამჩნიეთ ეს ცვლილება, რამდენიმე წელიწადში შეიძლება უკვე გვიან იყოს.

ქალაქის ხასიათი ერთ დღეში არ ქრება. ის შეიძლება ნელ-ნელა დაიშალოს - ერთი შეცვლილი ფასადით, ერთი მოშლილი აივნით, ერთი უყურადღებოდ დატოვებული ეზოთი.

და ბოლოს ვხვდებით, რომ ის ქუჩა, რომელიც გვახსოვდა, თითქოს ისევ ადგილზეა, მაგრამ რაღაც მთავარი აღარ აქვს.

რატომ უნდა დავიცვათ სენაკური აგურის სახლები

სენაკური სახლების დაცვა მხოლოდ წარსულზე ზრუნვა არ არის. ეს ქალაქის მომავლის საკითხიცაა. უნდა შევამჩნიოთ, გავაცნობიეროთ და დავაფასოთ ის არქიტექტურული მემკვიდრეობა, რომელიც ყოველდღე ჩვენს გვერდით დგას, მაგრამ ხშირად შეუმჩნეველი გვრჩება.

სწორად გააზრების შემთხვევაში ეს სახლები შეიძლება გახდეს:

ქალაქის იდენტობის ნაწილი და მთავარი სავიზიტო ბარათი - ის, რითაც სენაკი საკუთარ თავს ამოიცნობს და სხვებსაც დაამახსოვრებს.

ტურისტული და კულტურული რესურსი - ძველი ქუჩების, ეზოების, სახლებისა და ისტორიების ერთიანი მარშრუტი შეიძლება სენაკის ახალი მიმზიდველობის საფუძველი გახდეს.

ქალაქის ბრენდის ნაწილი - წითელი აგური, მწვანე ეზო და თბილი სენაკური გარემო შეიძლება იქცეს იმ ვიზუალურ ენად, რომლითაც ქალაქი საკუთარ თავს წარადგენს.

ახალი არქიტექტურის შთაგონება - სენაკში ახალი შენობები ისე უნდა შენდებოდეს, რომ ადგილობრივ გარემოს ესაუბრებოდეს და არა მისგან სრულიად მოწყვეტილი იყოს.

საზოგადოებრივი სიამაყის წყარო - ქალაქი, რომელიც საკუთარ სახლებს, ქუჩებსა და მემკვიდრეობას უფრთხილდება, უფრო საინტერესო, ღირსეული და სასიამოვნო საცხოვრებელი ხდება.

 




Monday, May 25, 2026

,,ჩვენი სენაკის" ბიბლიოთეკაში დაცული წიგნების ჩამონათვალი

უნიკალური და იშვიათი გამოცემები

  1. 📖 ახალსენაკის სტამბაში დაბეჭდილი ანტონ ფურცელაძის მარაბდა — 1892 წლის გამოცემა
  2. 📖 ახალსენაკის სტამბაში დაბეჭდილი იაკობ გოგებაშვილის ასპინძის ომი
  3. 📖 გაზეთ „ავანგარდის“ 1950-იანი წლების ნომრები
  4. 📖 ჯემალ აჯიაშვილი — შროშანი ღელეთა — ავტორის ხელმოწერით
  5. 📖 აქვსენტი ცაგარელი — რაც გინახავს, ვეღარ ნახავ — 1912 წლის გამოცემა

სენაკელი ავტორები და სენაკთან დაკავშირებული მოღვაწეები

  1. 📖 არეთა ლოლუა — მოგონებები
  2. 📖 ედუარდ კოდუა — ფილოსოფიის შესავალი
  3. 📖 ედუარდ კოდუა — ისტორიის იმანენტური საზრისის საკითხისათვის
  4. 📖 ედუარდ კოდუა — სერგი დანელიას ეროვნული თვალსაწიერი
  5. 📖 ედუარდ კოდუა — კოტე ბაქრაძე: ბიობიბლიოგრაფია
  6. 📖 ედუარდ კოდუა — ექსისტენციალიზმი ფილოსოფიის არსების შესახებ
  7. 📖 ედუარდ კოდუა — გერმანულ ექსპანსიონალიზმში ვილსონის არსის გაგების პრინციპისათვის
  8. 📖 ედუარდ კოდუა — სოციოლოგიური და სოციალურ-ფილოსოფიური ნააზრევი მოსე სააკუნის პირველ ნაშრომში საქართველოში
  9. 📖 არნოლდ ჩიქობავა — შრომების ხუთტომეული
  10. 📖 არნოლდ ჩიქობავას საენათმეცნიერო შრომები — 30 ტომი
  11. 📖 არნოლდ ჩიქობავა — ქართული ენის ზოგადი დახასიათება
  12. 📖 არნოლდ ჩიქობავა — ენათმეცნიერების შესავალი
  13. 📖 არნოლდ ჩიქობავა — ცხოვრება და მოღვაწეობა
  14. 📖 გურამ თოფურია — იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების ბიბლიოგრაფია
  15. 📖 აკაკი თოფურია — ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები
  16. 📖 აკაკი თოფურია — სინდისის ღმერთების ბარიკადებზე
  17. 📖 აკაკი თოფურია — ლეო ქიაჩელის შემოქმედების სწავლება საშუალო სკოლაში
  18. 📖 აკაკი თოფურია — ლეო ქიაჩელის ცხოვრება და მოღვაწეობა
  19. 📖 აკაკი თოფურია — ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა
  20. 📖 აკაკი თოფურია — ეტიუდები კრიტიკული ნააზრევიდან
  21. 📖 ფუცუ დგებუაძე-ფულარია — მოთხრობები
  22. 📖 ფუცუ დგებუაძე-ფულარია — მოღვაწე ქალები რევოლუციამდელ საქართველოში
  23. 📖 ფუცუ დგებუაძე-ფულარია — ოქროს ბეჭედი
  24. 📖 ჯემალ აჯიაშვილი — გამოიღვიძე, ქნარო
  25. 📖 ჯემალ აჯიაშვილი — შროშანი ღელეთა
  26. 📖 შალვა დადიანი — გვირგვილიანების ოჯახი
  27. 📖 შალვა დადიანი — წერილები
  28. 📖 შალვა დადიანი — უბედური რუსი
  29. 📖 შალვა დადიანი — ჩემი მარაო
  30. 📖 იპოლიტე ვართაგავა — შალვა დადიანის ცხოვრება და შემოქმედება
  31. 📖 იპოლიტე ვართაგავა — მოგონებები
  32. 📖 გიორგი ციციშვილი — შალვა დადიანის დრამატურგია
  33. 📖 აკაკი ხორავა 100
  34. 📖 შალვა აფხაიძე — აკაკი ხორავა
  35. 📖 მამუკა შელეგია — კონსტანტინე ლორთქიფანიძის პროზა
  36. 📖 მამუკა შელეგია — ხიბლი ძველი სიმღერისა
  37. 📖 მამუკა შელეგია — დემონი
  38. 📖 მერი გვასალია — სადაც ვშობილვართ, გავზრდილვართ
  39. 📖 მოსე გვასალია — ფონი
  40. 📖 მოსე გვასალია — სურამი
  41. 📖 მოსე გვასალია — ქალიშვილის დღიურიდან
  42. 📖 პეტრე შამათავა — ფილოსოფიის მასწავლებელი
  43. 📖 მიხეილ ქავთარაძე — ფიქრის ნატეხები
  44. 📖 ალეკო შენგელია — ერთტომეული
  45. 📖 მუხა საყვარელიძე — შრომის ლექსები
  46. 📖 კლიმენტი გოგიავა — ნამუსის ქუდი
  47. 📖 არჩილ ჩაჩიბაია — მოთხრობები
  48. 📖 არჩილ ჩაჩიბაია — ქართული საბავშვო ლიტერატურა
  49. 📖 არჩილ ჩაჩიბაია — ქართული კლასიკური და საბავშვო ლიტერატურის საკითხები
  50. 📖 „ახალი ხომლი“ — არჩილ ჩაჩიბაია
  51. 📖 „ახალი ხომლი“ — მოსე გვასალია
  52. 📖 ოთარ კუპრავა — სირიაჩქონის ტყის სიზმარი
  53. 📖 ოთარ კუპრავა — ლურჯი იების ზღაპარი
  54. 📖 ვლადიმერ თორდუა — რჩეული
  55. 📖 ვლადიმერ თორდუა — დღეები და ადამიანები
  56. 📖 ვლადიმერ თორდუა — აღსარება
  57. 📖 ვლადიმერ თორდუა — მოთხრობები ნამდვილ ადამიანებზე
  58. 📖 ვლადიმერ თორდუა — მთავარი გმირი
  59. 📖 ანტონ ფურცელაძე — მაცი ხვიტია
  60. 📖 კონდრატე თათარაშვილი — უიარაღო მამელუკი
  61. 📖 აკ. ცაგარელი, ვალერიან გუნია — რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!
  62. 📖 ალექსი შუშანიას სხვადასხვა მცირე კრებული
  63. 📖 წმინდა ალექსი ბერი შუშანია — ლექსები
  64. 📖 წმინდა ალექსი ბერი შუშანია — მონაზონთათვის
  65. 📖 წმინდა ალექსი ბერი შუშანია — კრებული
  66. 📖 ალექსი შუშანია — საქართველოს იმედი, წიგნი 22
  67. 📖 ვასილ ბესელია — წინიყურე
  68. 📖 ბორის დავითაია — მზე ქარიშხალში
  69. 📖 დემურ გადელია — ფინანსური მენეჯმენტი
  70. 📖 ბიეტა აბშილავა — კატალოგი
  71. 📖 მაკა ხუბუას შრომები
  72. 📖 ლეო თურქია — ასე სურს ლაუს
  73. 📖 ვ. კალანდარიშვილი — საზოგადოებრივი პროგრესის მეცნიერული თეორიის შემუშავება
  74. 📖 ვ. მისაბიშვილი, ა. ტრაპაიძე — ბორის თოფურიძე
  75. 📖 ნათელა ურუშაძე — ვალერიან გუნია
  76. 📖 ალექსი მინდაძე — პეტრე ქავთარაძე
  77. 📖 მიხეილ შენგელია — ძიებანი ქართული მედიცინის ისტორიიდან
  78. 📖 ბორის წოწონავა — ესტეთიკა
  79. 📖 მ. შენგელია — რენესანსი და ძველი ქართული მედიცინა
  80. 📖 მიხეილ კანკავა — მოკლე ქართულ-რუსული ლექსიკონი
  81. 📖 თარაში გელენავა — მიხა ცხაკაია

სენაკის შესახებ გამოცემები

  1. 📖 თედო სახოკია — როგორ ვიზრდებოდით ძველად
  2. 📖 გიორგი წერეთელი — პირველი ნაბიჯი
  3. 📖 ბორის დავითაია — ჟიული შარტავას სახელობის სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
  4. 📖 ბორის დავითაია — სენაკის მატიანე
  5. 📖 ბორის დავითაია — სენაკის მატიანე, ტ. II
  6. 📖 გივი ელიავა — სენაკის რაიონის ტოპონიმია
  7. 📖 პაატა ცხადაია — სენაკის რაიონის ტოპონიმია
  8. 📖 იგორ კეკელია, ედიშერ ბაღათურია — ასე იწყებოდა სენაკი
  9. 📖 იგორ კეკელია, ედიშერ ბაღათურია — ახალსენაკის თეატრალური ქრონიკები 1881–1921 წწ.
  10. 📖 იგორ კეკელია, ედიშერ ბაღათურია, თეიმურაზ კუბეცია — უნაგირას შტოქედის ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობანი
  11. 📖 ჯგიმარიონი — სამეცნიერო კრებული №1
  12. 📖 სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები — სენაკის მაზრის ჩათვლით
  13. 📖 სენაკის კულტურის კალენდარი 2000
  14. 📖 სენაკის ალბომი, 2002
  15. 📖 სენაკის სატელეფონო ცნობარი
  16. 📖 სენაკის პირველი საშუალო სკოლა-გიმნაზია
  17. 📖 ქეთევან ლატარია — მოგონების ზარი რეკავს
  18. 📖 Nokalakevi – Archaeopolis: Archaeological Excavations 1973–1977
  19. 📖 პარმენ ზაქარია — ნოქალაქევი-სიცხეგოჯი-არქეოპოლისი — ყველა ტომი
  20. 📖 ბროშურა — ციხეგოჯი — ციხე იგი სამზღუდა
  21. 📖 მეუფე შიო (ელიზბარ) მუჯირი — თეკლათის დედათა მონასტრის ისტორიიდან
  22. 📖 მეუფე შიო (ელიზბარ) მუჯირი — ღირსი ალექსი სენაკელი
  23. 📖 რევაზ გრიგოლავა — მამა არისტრახო კალანდარიშვილი
  24. 📖 გივი ელიავა — სამეგრელოს ტოპონიმიკური ატლასი
  25. 📖 კორნელი ბოროზდინი — სამეგრელო
  26. 📖 არქანჯელო ლამბერტი — წმინდა კოლხეთი
  27. 📖 ბადრი ძაგანია — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თვითმმართველობის ორგანოები
  28. 📖 მ. ქვარცხავა — ცხაკაიას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი
  29. 📖 ილია ადამია — წყალმომარაგების უძველესი ნაგებობანი საქართველოში
  30. 📖 დოროთე შამათავა — ტეხურის საბჭოთა მეურნეობის ისტორია
  31. 📖 ნაძეჟდა გვაძაბია — ქართული ხალიჩები, ფერწერა, გრაფიკა
  32. 📖 ძველი სენაკის საშუალო სკოლის ისტორია
  33. 📖 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. IV

სამეგრელოს შესახებ წიგნები და წყაროები

  1. 📖 ანზორ შონია — ეგრისის სამეფო და ქართული სახელმწიფოებრიობა
  2. 📖 არქანჯელო ლამბერტი — აღწერა სამეგრელოსი
  3. 📖 ჟან ფრანსუა გამბა — მოგზაურობა ამიერკავკასიაში
  4. 📖 ჟან შარდენი — მოგზაურობა საქართველოში
  5. 📖 ალექსანდრე დიუმა — კავკასია
  6. 📖 ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ — 2 ტომი
  7. 📖 სერგი მაკალათია — სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია
  8. 📖 ქართული მხარეთმცოდნეობის სათავეებთან — სერგი მაკალათია 130
  9. 📖 იონა მეუნარგია — სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი პერიოდი და დავით დადიანი
  10. 📖 აბესალომ ტუღუში — ნარკვევები ზუგდიდის ისტორიიდან
  11. 📖 გოგიტა ჩიტაია — ხობის რაიონის სიძველეები
  12. 📖 პაატა ცხადაია — მარტვილის რაიონი
  13. 📖 იგორ კეკელია — სამეგრელოსა და აფხაზეთის ისტორიული გეოგრაფია
  14. 📖 იგორ კეკელია — აფხაზეთის ტოპონიმია
  15. 📖 მამანტი ძაძამია, ცირა ძაძამია, ვლადიმერ ვახანია — მეგრული ენის ლექსიკა და სიტყვათწარმომავლობა
  16. 📖 ტოგო გუდავა — მეგრული ლექსები და ტექსტები
  17. 📖 მეგრული ეტიუდები და სიტყვა-თქმანი
  18. 📖 დავით ჭითანავა — კოლხური გვარ-სახელის გენეზისი მრუდე სარკეში
  19. 📖 იაკობ ახუაშვილი — თავადი დგებუაძეები
  20. 📖 ლეილა ლემონჯავა-ხოშტარია — სამეგრელოო, ჩემო
  21. 📖 ბარონ დე ბაი — საქართველოში
  22. 📖 ილია ტაბაღუა — საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში
  23. 📖 პავლე ინგოროყვა 130
  24. 📖 ევროპული XX საუკუნე
  25. 📖 ცირა ბარამიძე — კავკასია დროისა და სივრცის გასაყარზე
  26. 📖 როლანდ თოფჩიშვილი — საქართველოს ეთნოლოგია/ეთნოგრაფია

ქალაქი, კულტურა და ადგილობრივი განვითარება

1. 📖 Charles Landry — The Creative City: A Toolkit for Urban Innovators
2. 📖 Heinrich Böll Stiftung — From Private to Public: Transformation of Social Spaces in the South Caucasus
3. 📖 ICOMOS Georgia / კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის დოკუმენტები
4. 📖 Kevin Lynch — The Image of the City
5. 📖 Lewis Mumford — The City in History
6. 📖 U-Forum — საერთაშორისო ფორუმი მიწათსარგებლობისა და ურბანული დაგეგმარების პრაქტიკები ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ქალაქებში
7. 📖 აკაკი კაცაძე — მოსახლეობის მიგრაცია და საქართველოს სამეურნეო ქალაქების სოციალური განვითარების პრობლემები
8. 📖 ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსები და ქონება
9. 📖 ალექსანდრე რონდელი — ქალაქი
10. 📖 ანა მარგველაშვილი — ჩემი ქუჩა, ჩემი ქალაქი — მაწანწარის უბნის ამბები
11. 📖 ანა მარგველაშვილი — წერილები მეფეს
12. 📖 გურამ პეტრიაშვილი — პატარა ქალაქის ზღაპრები
13. 📖 დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში: რეგიონალიზმი და ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში, სადისკუსიო მასალა #3
14. 📖 დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში: საქართველოს დედაქალაქი და რეგიონები, სადისკუსიო მასალა #10
15. 📖 ექსტრაქტივისტული გადაკვეთები: პოლიტიკა, ეკოლოგია, სოციალური სამართლიანობა
16. 📖 ინიციატივა ცვლილებებისთვის — სათემო და სამოქალაქო სოლიდარობის მასალები საქართველოს საბჭოთა ოკუპაციამდე, წიგნი მესამე
17. 📖 ინიციატივა ცვლილებებისთვის — სათემო და სამოქალაქო თვითორგანიზების მაგალითები თანამედროვე საქართველოში, წიგნი მეოთხე
18. 📖 ინიციატივა ცვლილებებისთვის — თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოში, საბჭოთა ოკუპაციამდე
19. 📖 იოსებ გრიშაშვილი — ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა
20. 📖 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული ქალაქების დაცვა
21. 📖 ლევან ასაბაშვილი — ქალაქი: კრიტიკული საკითხავი
22. 📖 მწვანე ანთოლოგია — პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით
23. 📖 პრაქტიკული სახელმძღვანელო საოჯახო სასტუმროებისთვის
24. 📖 რევაზ გაჩეჩილაძე — ჩემი მეოცე საუკუნე
25. 📖 რეზო გაბრიაძე — ჩემი პატარა ქალაქი
26. 📖 საბინაო პოლიტიკა საქართველოში — ლევან ასაბაშვილი
27. 📖 სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს რეგიონებში: ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში
28. 📖 საუბრები ჰაინრიხ ბიოლის ფონდში — ჩარევა სასურველია
29. 📖 სიღნაღის მუნიციპალიტეტის კულტურის რესურსები
30. 📖 სოციალური სამართლიანობის ცენტრი — ადგილობრივების მონაწილეობა წიაღისეულის მოპოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში
31. 📖 სოციალური სამართლიანობის ცენტრი — სამთო-მოპოვებითი სახელმწიფო მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის მაგალითები
32. 📖 ურბანისტული საუბრები ბიოლის ფონდში — ქალაქის კონტურები
33. 📖 ურბანული მემკვიდრეობის დაცვის საკანონმდებლო პრობლემები და სამართალდარღვევები
34. 📖 შემოქმედებითი საქართველო — დინება, 2025
35. 📖 შემოქმედებითი საქართველო — საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების გზამკვლევი 2016–2017
36. 📖 ჰაინრიხ ბიოლის ფონდი — ბრძოლა საჯარო სივრცისთვის: როცა პირადი პოლიტიკურია
37. 📖 ჰაინრიხ ბიოლის ფონდის რეგიონული საჯარო დებატები ბათუმში, ფოთსა და თელავში
38. 📖 ჯეინ ჯეკობსი — ამერიკის დიდი ქალაქების სიკვდილი და სიცოცხლე