ავტორები: ნუცა ჟვანია, ედიშერ ბაღათურია
წინამდებარე მასალა მომზადებულია როგორც დამხმარე საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსი და განკუთვნილია სასწავლო, საკლასო, საბიბლიოთეკო, კულტურულ-საგანმანათლებლო და საჯარო-სადისკუსიო გამოყენებისთვის. მასალა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც გაკვეთილის, პრეზენტაციის, თემატური შეხვედრის, ლიტერატურული აქტივობისა და ახალგაზრდებთან სამუშაო ფორმატებში.
გაკვეთილის მიზნები:
გაკვეთილის ბოლოს
მოსწავლეები შეძლებენ:
1.
გაიგონ
ეთნიკური უმცირესობების როლსა და წვლილზე საქართველოს კულტურასა და ისტორიაში;
2.
იცოდნენ
ცნობილი ქართველი ებრაელი მწერლის, მთარგმნელისა და დიპლომატის ჯემალ აჯიაშვილის
ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ;
3.
დააფასონ
ლიტერატურული თარგმანების როლი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და
გაზიარებაში;
4.
გაანალიზონ
მრავალფეროვნების მნიშვნელობა ქართული იდენტობის ჩამოყალიბებაში.
გაკვეთილის სტრუქტურა:
1. შესავალი დისკუსია (8 წუთი)
სადისკუსიო კითხვები:
·
თქვენი
აზრით, რომელმა ეთნიკურმა უმცირესობებმა შეიტანეს წვლილი ქართულ კულტურაში?
·
არის
თუ არა კულტურული მრავალფეროვნება მნიშვნელოვანი ქვეყნის იდენტობისთვის? რატომ?
·
გსმენიათ
თუ არა რომელიმე ქართველი ებრაელი მწერლის ან მთარგმნელის შესახებ? თუ დიახ, ვის
შესახებ?
მასწავლებელი
მოკლედ წარუდგენს მოსწავლეებს, თუ რა როლი შეიტანეს საქართველოში მცხოვრებმა
ეთნიკურმა უმცირესობებმა - ებრაელებმა, სომხებმა და აზერბაიჯანელებმა საქართველოს
ისტორიისა და კულტურის განვითარებაში.
2. ჯემალ აჯიაშვილის გაცნობა (15 წუთი)
·
მასწავლებელი
გააცნობს მცირე ინფორმაციას ჯემალ აჯიაშვილის შესახებ სლაიდების ან ჰენდაუთების
გამოყენებით.
·
მნიშვნელოვანი
ფაქტები მისი ცხოვრებიდან:
ü
დაიბადა
სამეგრელოში, ქ. სენაკში, 1944 წელს;
ü
სკოლაში
მისი კლასელი იყო საქართველოს ეროვნული გმირი ჟიული შარტავა, რომელმაც აფხაზეთის
ომში საქართველოს ერთიანობას შესწირა თავი და გმირულად დაიღუპა;
სადემონსტრაციოდ
მოსწავლეებს შესაძლოა ეჩვენოთ ეს იშვიათი ფოტო, სადაც გამოსახულნი არიან კლასელები
ჯემალ აჯიაშვილი (მე-5 რიგში მარცხნიდან მეორე) და ჟიული შარტავა (მე-4 რიგში
პირველი). მოსწავლეები იმყოფებიან აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში, სოფ. სხვიტორში.
დამატებით შეიძლება ითქვას, რომ შუაში დგას ასევე პოეტი და ფილოლოგი ტერენტი
ყიფიანი, რომელიც მათი მასწავლებელი იყო.
ü
სწავლობდა
აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
ü
მუშაობდა
მთარგმნელად, მოგვიანებით კი გახდა XX საუკუნის ქართული ლიტერატურის გავლენიანი მოღვაწე;
ü
დაკავებული
იყო საზოგადოებრივი საქმიანობით, - ჩართული იყო დიპლომატიასა და პოლიტიკაშიც,
განსაკუთრებით ქართულ-ებრაული ურთიერთობების კუთხით.
ü
გარდაიცვალა
2013 წელს, ისრაელში.
მნიშვნელოვანი წვლილი ქართულ მწერლობაში:
ü ქართულ ენაზე ებრაულიდან,
სპარსულიდან, იაპონურიდან და სხვა ევროპული ენებიდან თარგმნა ბიბლიური ფსალმუნები
და ნაშრომები (ჯამში ფლობდა 7 ენას);
ü ქართულ ლიტერატურულ სცენაზე
შემოიყვანა მსოფლიო კლასიკოსები, უმაღლეს დონეზე თარგმნა რა - შექსპირის, დანტეს,
პეტრარკასა და სპარსი პოეტების ნაშრომები;
ü მისი ისტორიული ესსე
,,გამოიღვიძე ქნარო!“ ეძღვნება 26 საუკუნოვან ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს;
ü მოღვაწეობდა სხვადასხვა
აკადემიურ სფეროში, კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და
სხვა სასწავლებლებში.
*****
შემდეგ
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ცნობილი ქართველი ლიტერატორისა და ფოლკლორისტის
ზურაბ კიკნაძის აზრს ჯემალ აჯიაშვილის შესახებ: „მის
თარგმანებში არის ქართული ენის ნამდვილი ზეიმი! ენა მისთვის არის არა მხოლოდ
ინსტრუმენტი, რომლითაც რაღაცას ამბობს, არამედ ენაა მისთვის თავად შემოქმედება და
ამ შემოქმედებაში დიდ სიმაღლეებს აღწევს. არ მეგულება ქართველი პოეტი - გინდა
მთარგმნელი იყოს, გინდა ორიგინალური შემოქმედი, რომ ასე ვირტუოზურად ფლობდეს ენას“.[1]
ზურაბ
კიკნაძის მსგავსად ჯემალ აჯიაშვილის თარგმანებით აღფრთოვანებულია მეცნიერი და
ფილოლოგი დალი ფანჯიკიძეც[2]: „ის, რასაც ჯემალ აჯიაშვილი აკეთებდა, იყო საოცრება! აშკარაა, რომ იკვებებოდა შოთა რუსთაველის შემოქმედების წიაღიდან და ის სიტყვათქმნადობა, რაც „ვეფხისტყაოსნისთვის“ არის დამახასიათებელი, მისთვისაც იყო საშენი მასალა იმ ციკლისათვის, რომელსაც ეწოდება ძველებრაული პოეზია. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ვერბალიზება, რაც უხვად არის ვეფხისტყაოსანში, და ჯემალიც ქმნიდა სულ ახალ და ახალ ფორმებს. კი არ იმეორებდა რუსთაველის ვერბალიზებულ ხატებს, არამედ ქმნიდა ახალს“.
მასწავლებელი მაქსიმალურად
მოსწავლეებისთვის გასაგებ ენაზე განმარტავს და ხსნის ზურაბ კიკნაძისა და დალი ფანჯიკიძის შეფასებებს
აჯიაშვილის შესახებ.
ამის
შემდეგ, მასწავლებელი წარუდგენს მოსწავლეებს ამ ფოტო-ესკიზს, რომლის მიხედვითაც,
აჯიაშვილის მშობლიურ ქალაქში - სენაკში, კედლის მხატვრობა მოეწყო. ესკიზზე
გამოსახულია ჯემალ აჯიაშვილი თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნით-
„ვარსკვლავთა ჩრდილში მაღალთა თანა“. ესკიზსს თან ახლავს წარწერა ,,სიტყვა“ იმ
შვიდივე ენაზე, რომლებზეც აჯიაშვილი თარგმანებს ქმნიდა.
ამის შემდეგ მასწავლებელი სვამს შეკითხვას:
·
თქვენი
აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს ფოტო-ესკიზზე შვიდ სხვადასხვა ენაზე შესრულებული
წარწერა ,,სიტყვა“?
პასუხი:
სწორედ ,,სიტყვის“- მისი ფორმისა და შინაარსის დახვეწას მიუძღვნა ჯემალ
აჯიაშვილმა მთელი თავისი შემოქმედება იმ 7 ენაზე, რომლებსაც შესანიშნავად ფლობდა.
დამატებით ასევე შეიძლება ითქვას მოსწავლეებისთვის, რომ ,,სიტყვა“ გვახსენებს
ბიბლიის პირველ თავსაც: ,,დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და
ღმერთი იყო სიტყვა“. ქართველი ებრაელი ჯემალ
აჯიაშვილის შემოქმედების დიდი ნაწილი კი ბიბლიურ ტექსტებს ეძღვნება.
3. ჯგუფური სამუშაო: აჯიაშვილის თარგმანების კვალდაკვალ (15 წუთი)
·
სტუდენტებს
ურიგდებათ მოკლე ნაწყვეტები აჯიაშვილის
თარგმანებიდან (თარგმანების შერჩევა შესაძლებელია მისი წიგნებიდან ან ელექტრონული
კატალოგებიდან);[3]
·
ჯგუფები
აანალიზებენ ნაწყვეტებს და მსჯელობენ:
ü ქართულ ენაზე მსოფლიო
კლასიკის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა;
ü პოეზიისა და ლიტერატურის
თარგმნის გამოწვევები;
ü შეუძლია თუ არა ლექსის კარგი
თარგმანი გააკეთოს იმან, ვინც თავად არ წერს ლექსებს.
*****
ამ მსჯელობის შემდეგ მასწავლებელი
ამატებს: თავად ჯემალ აჯიაშვილი ამბობდა, რომ ყველაზე რთული ”ფსალმუნების” თარგმნაა, რადგან ესაა ”სუფთა პოეზიის” ნიმუში, რომელიც ჩვეულებრივ თხრობით ენას არ ექვემდებარება. მიუხედავად ამისა, ქართულ-ებრაული ურთიერთობის სპეციალისტმა და მთარგმნელმა, მაინც მიაგნო საერთოს ამ ორ ენას შორის და წარმოგვიდგინა ფსალმუნი ისე, თითქოს ქართულად ყოფილიყო დაწერილი.
დამატებით შესაძლოა მასწავლებელმა
დაამატოს: რა თქმა უნდა, ხიდი
განსხვავებული კულტურის ხალხებს შორის ყველგან და ყოველთვის გაიდება, თუკი ,,ხიდის
მშენებელი“ ანუ კარგი მთარგმნელი კარგად იცნობს როგორც ერთ, ისე მეორე კულტურას.
მაგრამ ქართული და ებრაული ურთიერთობები მაინც განსაკუთრებული შემთხვევაა და ამაში
დარწმუნდებით, თუკი საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმს ესტუმრებით თბილისში,
გია აბესაძის ქუჩაზე. ამ მუზეუმის ერთ-ერთი უმთავრესი თემაა ქართველების და
ებრაელების -ამ ორი უძველესი ერის მრავალსაუკუნოვარი მშვიდობიანი ურთიერთობის
მაგალითის ჩვენება ქართველ ებრაელთა და მთლიანად, საქართველოს ებრაელთა ისტორიის
ფონზე. როდესაც შესაძლებლობა გექნებათ, აუცილებლად ესტუმრეთ ამ მუზეუმს, სადაც წარმოდგენილია
ქართველ ებრაელთა ისტორიის ამსახველი მდიდარი ექსპონატები, ფერწერული და გრაფიკული
ტილოები, საკულტო-რელიგიური ნივთები და ა.შ.
***
ამ
ჩანართის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს წინასწარ მომზადებულ ამოჭრილ
სტრიქონებს ცნობილი შუა საუკუნეების იტალიელი პოეტის ფრანჩესკო პეტრარკას სონეტიდან,
რომლის თარგმანიც შესრულებულია აჯიაშვილის მიერ. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს
თავიანთი შეხედულებისამებრ დაალაგონ სტრიქონები, ისე რომ ცალკეულმა ამოჭრილმა სტრიქონებმა
ერთიანი ლექსის სახე მიიღონ.
წარმოდგენილი სონეტი:[4]
,,მოვა ჟამი და გაგვიძახებს ბინდი ვრცეული
და ჩვენი ყოფა - მისი ხატი, მისი ფერწერა
არარაობის სათვალავში ჩაიძერწება
და გაცუდდება ყველა ნივთი და განძეული.
და მიდის, მიდის, მიირწევა ჩემი სხეული,
ხოლო თრობა და სიყვარული - ოქროს ლერწებად
შეზრდია სულს და ღამეს მისდევს და ილეწება
დრო - წარმავლობის მოციქულად გადაქცეული.
მიდის ცხოვრება, მიიჩქარის, მაგრამ იმავ დროს
ვეჭვ, ხელოვნებამ აღსასრული გადამივადოს,
მხოლოდ სულია უსასრულოდ მოასპარეზე
და დრო, რომელსაც იმორჩილებს მხატვრის
გონება:
ხან არენაზე წარმოჩნდება გრძნობის გარეშე,
ხან ყოველივეს მგრძნობელობით ეპატრონება...“[5]
თუ
მოსწავლეებს გაუჭირდებათ ლექსის სწორად აწყობა, მასწავლებელი აუხსნის, რომ ხანდახან
ლექსში აუცილებელი სულაც არაა მომდევნო სტრიქონი, წინას შინაარს პირდაპირ და
ზედმიწევნით მიუყვებოდეს. გვაქვს საკმაოდ ცნობილი, თანამედროვე ქართული
მონოსპექტაკლი ,,ქარი მწყურია მე პირდაპირი“ მსახიობ მურმან ჯინორიას შესრულებით,
რომელიც სხვადასხვა ლექსების სტრიქონებით არის შედგენილი.
4.
საკლასო დისკუსია: ეთნიკური უმცირესობების წვლილი (7 წუთი)
გაკვეთილის ამ ნაწილში, მასწავლებელი მოსწავლეებს უკითხავს ჯემალ
აჯიაშვილის შეფასებას XX საუკუნის
გამორჩეული ქართველი სახელმწიფო მოღვაწის - ჟიული შარტავას შესახებ. მასწავლებელი ჯერ
სთავაზობს მოსწავლეებს გამოიცნონ თუ ვის შესახებ საუბრობს აჯიაშვილი[6]
და შემდეგ სვამს ქვემოთ მოცემულ შეკითხვას:
,,ამ ნაბიჯისთვის
იგი მთელი თავისი ცხოვრება ემზადებოდა. არ შეიძლება ცხოვრების წესი, ჩვეულებები, ხასიათი,
შეწირვისთვის მზადყოფნა ერთ დღეში დაიბადოს და ჩამოყალიბდეს. საბედისწერო ნაბიჯი იყო?
ამას ვერ ვიტყვი. ის თავისი არსით, ცხოვრებით ერის დიდებულ წარსულს იყო შეძერწილი და
მოიქცა ისე, როგორც მის ძირსა და გენს ეკადრებოდა. ამ გზისაკენ დიდი წვალებით, შრომით,
ტრაგიზმით მიდიოდა”.
·
რას
ნიშნავს თქვენთვის, როდესაც ჩვენი ქვეყნის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი
ასეთ შეფასებას აძლევს საქართველოს ეროვნული გმირის ნაბიჯს?
შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს პროფესორ ზაირა
დავარაშვილის მოგონებას ჯემალ აჯიაშვილზე[7]: „ეს არ
არის გაზვიადებული.
ყველას გვახსოვს, როგორ
უჭირდა ისრაელის მოქალაქეობის
მიღება და საქართველოს
მოქალაქეობაზე უარის თქმა,
როცა აუცილებელი გახდა
სამკურნალოდ ისრაელის სახელმწიფოში
გადაყვანა. მითხრა, როგორ
ვაკადრო ან საკუთარ
თავს, ან ჩემ
საქართველოს, საქართველოს
მოქალაქეობაზე უარის თქმაო“.
ამის შემდეგ მასწავლებელი სვამს შეკითხვას:
·
რატომ
არის მნიშვნელოვანი ეთნიკური უმცირესობების წვლილისა და როლის აღიარება?
5. დავალება/სახლის სავარჯიშო
• მოსწავლეები წერენ მოკლე ესსეს (300-500 სიტყვა) თემაზე ,,ჯემალ აჯიაშვილის ღვაწლი საქართველოსთვის“.
• ან, მოსწავლეებს შეუძლიათ მოიძიონ სხვა ეთნიკური უმცირესობის გამორჩეული
წარმომადგენელი საქართველოს ისტორიაში და მის
შესახებ თავიანთი მიგნებები
წარმოადგინონ შემდეგ გაკვეთილზე.
შეფასება:
·
დისკუსიაში
და ჯგუფურ სავარჯიშოებში მონაწილეობა.
·
წერილობითი
პასუხების ხარისხი და თემასთან შესაბამისობა;
·
ანალიზის
სიღრმე საშინაო დავალებაში.
დასკვნა/მასწავლებლის შენიშვნა:
ჯემალ აჯიაშვილი
ჯერ კიდევ რჩება ნაკლებად ცნობილ ფიგურად ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. ის
არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი
წვლილი შეაქვთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საქართველოს კულტურულ და ლიტერატურულ
მემკვიდრეობაში. მისმა თარგმანებმა და ლიტერატურულმა ნამუშევრებმა ხელი შეუწყო სხვადასხვა
კულტურების შეერთებას, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მრავალფეროვნება საქართველოს
იდენტობის მთავარი ნაწილია. ამ წვლილის აღიარება და აღნიშვნა აძლიერებს ეროვნულ ერთობას
და კულტურებს შორის პატივისცემას.
[1] იხილეთ
წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/a/jemal-ajiashvili/25225767.html
[2] შესაძლოა მოსწავლეებს იქვე აეხსნას, რომ დალი ფანჯიკიძე
ცნობილი ქართველი მწერლის გურამ ფანჯიკიძის მეუღლე იყო
[3]ერთ-ერთია
,,საბას“ ელექტრონული კალატოლოგი ან ლიტერატურული ონლაინ ბლოგები: https://saba.com.ge/books/details/2682
[4] იხილეთ
წყარო: https://mtargmnelebi.blogspot.com/p/blog-page_18.html
[5] აღნიშნული
სავარჯიშო დაეხმარება მოსწავლეებს უკეთესი წარმოდგენა შეექმნათ მთარგმნელობით საქმიანობაზე,-
რამდენად მნიშვნელოვანია სიტყვებისა და რითმის სწორად დალაგება და ა.შ.
[6] ამ დავალებით მასწავლებელი
ასევე აფასებს, თუ რამდენად კარგად მოისმინეს გაკვეთილის დასაწყისში აჯიაშვილის ადრეული
წლების ბიოგრაფია
[7] იხილეთ
წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/a/jemal-ajiashvili/25225767.html
.png)

No comments:
Post a Comment