Saturday, November 29, 2025

ახალსოფელი

 

ისტორია და იდენტობა

ახალსოფელიისტორიული სახელით ძონძირისენაკის ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული სოფელია.

 იგი მდებარეობს კოლხეთის გულში, ტეხურის მარჯვენა ნაპირზე, სენაკიდან სულ 3 კმ-ში.

 აქ გადიოდა უძველესიბერძენიში შარა“ — არგონავტთა გზა ოქროს საწმისისკენ.
 
აქ იდგა ანტიკური ისულა (ნესოსი)გამაგრებული პუნქტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ანტიკურ და ბიზანტიურ ეპოქებში.
 
ტეხურის ნაპირებზე აღმოჩენილია უძველესი ნამოსახლარები — „ნანეფიშ ჭალე“- არტეფაქტებით.

 სოფელი ყოველთვის ცნობილი იყო მესაქონლეობით. XX საუკუნეში აქ შეიქმნა ტეხურის სანერგე მეურნეობა, რომელმაც მთელი რეგიონი გაამწვანა.

 ახალსოფელი არის ისტორიის, ტრადიციებისა და შრომისმოყვარე ადამიანების სოფელი, სადაც წარსული დიდება და მომავლის პოტენციალი ერთიანდება.

 პრობლემები და გამოწვევები

         სოფელში არ არსებობს სამედიცინო პუნქტი ან ამბულატორია

         დაზიანებულია კოსტავას ცენტრალური და მოსაწყობია შიდა საუბნო ქუჩები

         დევნილთა მძიმე საცხოვრებელი პირობები სოფლის ცენტრში; ყოფილი სანერგე მეურნეობის შენობები გაპარტახებულია

         სოფლის ცენტრში აშენებული ამფითეატრი უკვე წლებია უფუნქციოდ დგას

          გავრცელებულია საქონლის ქურდობა, რაც ადგილობრივებს მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის

         გასხვისებულია სახელმწიფო მიწები ადგილობრივები ვერ იყენებენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს

         მდინარე ტეხურში ინტერტული მასალის მოპოვება აზიანებს ნაპირებსა და ეკოსისტემას

         დასაქმების შესაძლებლობები შეზღუდულია,- მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამები მწირია

        მოსახლეობა მასიურად მცირდება, სოფელს განსაკუთრებით ტოვებენ ახალგაზრდები

 სოფელი, რომელსაც აქვს უნიკალური პოტენციალი, დღეს ჩიხშია და სჭირდება ახალი სტარტი.

 ხედვა და გამოსავალი ახალსოფლისთვის

ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოება

         სარწყავი და სანიაღვრე არხების გაწმენდა და აღდგენა

         ცენტრალური და შიდა გზების რეაბილიტაცია

         ტეხურის ნაპირსამაგრი სამუშაოების გაგრძელება

         ცენტრში, მდინარე ტეხურის ნაპირას რეკრეაციული სივრცის მოწყობა

ეკონომიკა და დასაქმება

         რძის პროდუქტების მცირე საწარმოს მხარდაჭერა

         ფერმების და მესაქონლეობის განვითარება

         სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე ახალი ინვესტიციები

         ცხენოსნობის ტრადიციების აღდგენა

მომავალი და პერსპექტივა

         ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტი ახალ ეკონომიკურ ფუნქციას მისცემს სოფელს

         ახალი საბორნე გადასასვლელები ტეხურზე და რიონზეკავშირი ზანათთან, აბაშასთან და ლანჩხუთთან

         აგროტურიზმი, ველოტრასა, სათევზაო ტურიზმი

 ახალსოფელი უნდა იქცეს აგროტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და კულტურის განვითარებული ცენტრად, რომელიც სენაკის მომავალთან ორგანულად იქნება დაკავშირებული.