Saturday, November 29, 2025

ჩემი პირველი ევროპული ქალაქი! - შოთა იათაშვილი

,,მინდა ჩემს პირველ ევროპულ ქალაქზე მოგითხროთ: შუა 80-იანი წლები იყო. დედაჩემის დედულეთში წავედით ნახუნაოში, პოეტ თამაზ ბაძაღუას სოფელშიჭოჭუებთან. ძალიან კარგი იყო იქ, თუმცა სანათესაო მაინც ცდილობდა, რომ ჩვენ გვემოძრავა და აი, აიჩემესსენაკში უნდა წაგიყვანოთო. ეს სენაკი ბუნდოვნად საიდანღაც მახსოვდა, მაგრამ საიდანვერ ვიხსენებდი... მერე მგონი ჩავეკითხე დაახლა ცხაკაია რომ ჰქვია ისააო“, — უხალისოდ მიპასუხეს...

აი, მაშინ ასე იყობოლშევიკი რევოლუციონერების სახელები ერქვა ქალაქებს: ცხაკაია, მახარაძე, ორჯონიკიძე, გეგეჭკორი... ყველაზე კარგი ვარიანტი მაინც მაიაკოვსკი იყობოლშევიკი, მაგრამ მაინც დიდი პოეტი, ბაღდათში დაბადებული. მოკლედ, რაღაც ტრანსპორტზე შევჯექით და სენაკისკენ გავუტიეთ...

არცთუ დიდი ხალისით მივყვებოდი ჭოჭუებს. ვიცოდი, რომ მორიგიცხაკაიაუნდა მენახა და უცებ სასწაული მოხდა: უცნაურ ქალაქში შევედითასეთი არაფერი მენახა! შევედი და მოვინუსხე! დავდიოდი და ვერ ვხდებოდი, რა ხდებოდაეს რაღაც სხვა ფენომენი იყო... აი, ეს განსხვავება კი შემჩნეული მქონდაგანსხვავება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის, მათ სოფლებსა და დაბებს შორის, — მაგრამ ეს სრულიად სხვა რამ იყო... მხოლოდ ზურმუხტისფერი კოინდრები არ წყვეტდნენ აქ საკითხსსხვა რამ ხდებოდა... მარტივად რომ ვთქვათ, ეს იყო ჯადო... უცებ თვისობრივად სულ სხვა სამყაროში მოვხვდი!

ბევრი არც არაფერი მქონდა ნანახი: საქართველოს გარეთ მხოლოდ ერთხელ ვიყავი ნამყოფი ყირიმში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. მაგრამ ასეთი კოპწია რამ არსად მენახასუფთა, ჰარმონიულიც, თვითკმარიც, მართალიც... ბავშვობიდან ზღვისპირა კურორტებზე დავდიოდი და თითქოს ზღვისპირა კურორტები მაშინ ყველაზე ევროპულიც იყო, მაგრამ ეს მაინც ნაცნობი იყოასე თუ ისე მაინც საბჭოურიმე კი მოულოდნელად რაღაც განსხვავებული დავინახე!

მას მერე დაახლოებით 35 წელი გავიდა და პატარა, მართლა ევროპულ ქალაქებში რომ დავიწყე მოხვედრა, მუდამ უცნაური განცდა მქონდათითქოს იქ უკვე ვიყავი ნამყოფი. რომელიღაც პატარა ფრანგული ქალაქი ფრანსუა ტრიუფოს კინოს მახსენებდა. მაგრამ მარტო ესეც არ იყო! სადღაც უფრო ღრმად უნდა წავსულიყავი და რომ წავედი, ქალაქი სენაკი ამომიხტა ქვეცნობიერიდანჩემი პირველი ევროპული ქალაქი!

და რატომ ან რანაირად იყო იგი ევროპული? — იგი ხომ საბჭოთა ყოფაში აშენებული ქალაქი იყო?! რაც დრო გადის, მით უფრო უკეთ ვხვდებიეს ქალაქი ხელისუფლების, რეჟიმის კი არა, ადამიანების აშენებული იყო! აქ ცხოვრობდნენ ადამიანები, რომელთაც საკუთარი იდეა ჰქონდათ, საკუთარი ზუსტი ხედვა და არ დაგიდევდნენ, რომელი რეჟიმის ქვეშ უნდა ეკეთებინათ ყოველივე ეს. მათ თავიანთი ქალაქი, სამყარო დაინახეს და მის შენებას შეუდგენ. ხანდახან მათ აბრალებდნენ, რომ სეპარატისტები იყვნენ, და რაღაც გაგებით ისინი მართლაც იყვნენ სეპარატისტები: ლაპარაკობდნენ სხვა ენაზე, მაგრამ აწვებოდნენ ეკოლოგიას და ევროპას აშენებდნენ; აშენებდნენ ისე, რომ ძირითადად არც კი იცოდნენ, რომ ეს ევროპა იყომათთვის ეს კულტურა იყო! არადა დანარჩენი საქართველოსთვის კულტურა სულ სხვა რამ იყო: ცეკვა, თამაში, დიმპიტაური, არტისტიზმი... ხშირად ბრწყინვალედ შესრულებული, მაგრამ იქვე დარჩენილი! არადა კულტურა სულ სხვა რამაა: მხოლოდ ცეკვა, თამაში და არტისტიზმი არაა. კულტურა გაცილებით ფართოდ განიმარტება და ყოფით კულტურით იწყება... და თუ ეს ვერ სრულდება, სამწუხაროდ, მანდვე მთავრდება ხოლმე!

ასე მთავრდებოდა ქართული კულტურა ძალიან ხშირადსწორედ იქ, სადაც ყოფის კულტურა უნდა დაწყებულიყო... ჩვენ თითქოს ამის ნიჭი არასოდეს გვქონდა, მაგრამ ასეც არაააშკარად გვქონდა, ან მე მელანდება, ილუზიებში ვარ... ყოველ შემთხვევაში, ფაქტი სახეზეაპირველად ევროპული ქალაქი აშკარად დასავლეთში ვნახე, დასავლეთ საქართველოშიეს სენაკი იყო! ველოსიპედებითაც დაქროდნენ იქ, თავიანთი კოკროჭინა თეატრიც ჰქონდათ და ჭადრაკის სახლიც... ნათესავებმა ერთ კოპწია შენობაზე მიმანიშნეს და დამეწყო მაშინ: უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ჩემი ფიზკულტურა ჭადრაკი იყო... პირველ კორპუსში დავდიოდი და ჩემი შეყვარებული ერთი სენაკელი გოგო იყო, რომელიც ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და ჩემთან ერთად ჭადრაკს თამაშობდა. გავშეშდი და ვუყურებდი ამ მომხიბვლელ შენობას... თურმე აქ დადიოდა ჩემი შეყვარებული და ჭადრაკს სწავლობდა, რათა ჩვენს შორის რაღაც საერთო გაბმულიყო... ვხედავდი ქალაქს, სადაც იგი დაიბადა და გაიზარდა, და რატომღაც მიხაროდა, რომ ის ამ ქალაქში დაიბადა და გაიზარდაჩემს პირველ ევროპულ ქალაქში!

ასეთი პოეტური სენტიმენტების შემდეგ ძალზე ძნელია მშრალად ლაპარაკი, მით უმეტეს პუბლიცისტიკაზე გადასვლა, მაგრამ სხვა გზა არაა... უბრალოდ იმიტომ, რომ ამ უცნაურ თემაზე საუბარი სწორედ პუბლიცისტურმა პათოსმა წამომაწყებინაიმის განცდამ, რომ მარად პრობლემური კითხვა, „ევროპა ვართ თუ აზია“, სულ სხვანაირად წყდება. ანუ არ წყდება ზემოდან... ხელისუფლება თავისი ნებით თუ ვნებით ქალაქს ვერ გააევროპელებს და ანდა ვერც გაააზიურებს: ზემოდან, თავისი ჭკუით ევროპულად მოაწყობს ქალაქს, მაგალითად სიღნაღს, და ევროპის არანაირი განცდა იქ არ იქნებამხოლოდ სუროგატის... არადა ღრმა საბჭოეთის პერიოდში, თუკადამიანები შინაგანად გრძნობდნენ ამ ყბადაღებულ ევროპას, აშენებდნენ კიდეცროგორც სენაკი ააშენეს ერთხელ და მეც დამანახეს! ალბათ ყველას თავისი სენაკი აქვს... იმედი მაქვს, ყველა სადღაც თავის ევროპას ხედავდა, მაშინ, როცა საჭირო იყო. მაგრამ მთავარი მაინც ისაა, როგორ და რატომ ხედავდა...

ჩემთვის სენაკიგავიმეორებნამდვილი ევროპის პირველ ხატად იმიტომ არის, რომ ზემოდან კი არა, ქვემოდანაა შექმნილი; არა ხელისუფლების, არამედ მოსახლეობის მიერ...

25 თუ მეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მე პირველ ევროპულ ქალაქში ვიყავი... მას მერე ბედისწერამ იქ აღარ მომახვედრა... და რაც დრო გადის, მით უფრო მეშინიაიქნებ ეს ყოველივე მოლანდება იყო! თუ ვინმეს გადავეყარე, ვინც ამ ბოლო დროს სენაკში მოხვდა, ცოტა დამფრთხალი ვეკითხები: „ახლა როგორია?“ — ხშირად მეუბნებიან, რომ ახლაც კარგია, მშვენიერია... ზოგი მეტყვის, რომ ბრწყინავს... მაგრამ მე მათ თვალებში ვუყურებ და ვცდილობ მივხვდე, მატყუებენ თუ არა... და ვერაფერს ვხვდები, იმიტომ რომ არ მინდა, რომ რაიმე ცუდს მივხვდე... მინდა ჩემს ცნობიერებაში ევროპული ქართული ქალაქი არსებობდეს! ამისთვის უბრალოდ მატარებლის ბილეთი უნდა აიღო და იქ წახვიდე, მაგრამ ძალიან ძნელია ეს გაბედო! არადა სენაკი რომ არა, მე ხომ ვერ დავიჯერებდი, რომ საქართველო ევროპის ნაწილია! — თან არცთუ ისე უვარგისი ნაწილი!

და ყველაზე მეტად ერთი რამის მეშინია: შემთხვევით არ ჩავრთო ტელევიზორი და უცებ არ დავინახო, რომ რომელიმე ქართველი პრეზიდენტი დგას სენაკის ცენტრში და რიხით ლაპარაკობს იმაზე, რომ სულ მალე სენაკს ის ნამდვილ ევროპულ ქალაქად აქცევს; რომ რესტავრირებას გაუკეთებს იმას, რაც დაძველდა და ყავლი გაუვიდა... ასეთი კადრი ჩემთვის ყველაზე შემზარავი იქნება... ეს რომ დავინახო, სადაც ვიქნები, იქ კეტს დავავლებ ალბათ ხელს და ყველაზე სწრაფ ტრანსპორტში ჩავჯდები და გავექანები იქით, რათა ჩემი პირველი ევროპული ქალაქი ფსევდო-გაევროპულებას გადავარჩინო! მაგრამ ეს ჩემი გაშმაგება რითი დასრულდებაეგ უკვე აღარავინ იცის... თუმცა არა მგონიაყველამ იცის: რაც არ უნდა იჩქარო და კეტს დაავლო ხელი, სამწუხაროდ, შენ მაინც ვერაფერს შეცვლიერთადერთი იმედი ისევ ის ხალხია, ვინც ასე ცხოვრობდა, ცხოვრობს და უნდა რომ იცხოვროსსიტყვით, რომელსაც კულტურა ჰქვია, და იდეით, რომელსაც ჩვენ დღეს ევროპას ვეძახით!"

შოთა იათაშვილი, გადაცემაკვირის აზრები“. TV-მაესტრო
© 2012

▶︎ 

იხილეთ ვიდეოჩანაწერი აღნიშნული ტექსტის მიხედვით: https://www.youtube.com/watch?v=nkleuNSVFz0&t=210s 



No comments:

Post a Comment